ჩვენს შესახებ

შ.პ.ს ,,დონა გრუპი” საქართველოში დაარსდა 2009 წლის ოქტომბერში ქართველი-ებრაელი ბიზნესმენის შალომ შაის (შიმშილაშვილი) მიერ. შალომ შაი გახლავთ კომპანია ,,დონა”-ს დამფუძნებელი ისრაელში, რომელიც 30 წელია მოღვაწეობს სამშენებლო ბიზნესში და ერთ-ერთი ლიდერია ებრაულ სამშენებლო კომპანიებს შორის. “დონა” ისრაელში და მის ფარგლებს გარეთ ახორციელებს საცხოვრებელი და საოფისე კომლექსების მშენებლობას, რომლებიც გამოირჩევა მაღალი სტანდარტით, დახვეწილი დიზაინით და შესაშური კომფორტით.

2011 წელს ჟურნალ "გლობსის" გამოკვლევის მიხედვით კომპანია "დონა" დასახელდა რიგით მეორე დეველოპერულ და სამშენებლო კომპანიად ისრაელში მიმზიდველი ფასების და გამორჩეული სამშენებლო კულტურის და მასშტაბის მიხედვით.

”დონა გრუპი” საქართველოში ახორციელებს ორი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას თბილისის სხვადასხვა უბანში - ,,დონა პალასი ორთაჭალა” და “დონა პალასი საბურთალო”.

ასევე დაგეგმილია დიდუბეში ახალი კომპლექსის მშენებლობა - დონა პალასი დიდუბე

იცხოვრეთ თქვენთვის შექმნილ სამყაროში